ფილმში მოთხრობილი ქალთა უფლებებისათვის მებრძოლთა რეალური ისტორია, ფემინიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში.

ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.

თეირანის კონფერენციაზე მზადდება მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მოწინააღმდეგეების ლიდერების - იოსებ სტალინის, ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის მკვლელობა. მაგრამ ფილმის მთავარი მოქმედება დღეს ვითარდება. მოვლენების ყოფილი უშუალო მონაწილეები - და მათი შვილებიც კი - თითქოს იმეორებენ წარსულს, მაგრამ ყველა ეს მოგონება არ მთავრდება ბედნიერად.

არქტიკაში საჰაერო ხომალდის Italia-ს ჩამოვარდნიდან ორმოცი წლის შემდეგ, ასაკოვანი გენერალი ნობილი აგრძელებს ბრძოლას 1928 წლის ტრაგედიაში მისი ნაკლებად ბრწყინვალე როლისთვის. თავის წარმოსახვაში გენერალი ისევ და ისევ აგროვებს ოთახში იმ მოვლენებში მონაწილეებს, რათა მათ საკუთარი თავის განსჯა მოსთხოვოს.