ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ,ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს.

ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?

სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს.