რამოდენიმე ფილმის ერთიანობა, რომელიც მისი ავტორების აზრით ნათელს ჰფენს კითხვას, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში როდესმე მაინც ისმის: "რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი."

დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.