ძარცვის დროს შექმნილი შეფერხებები პოლიციის ინფორმატორის არსებობაზე მიუთითებს, რის გამოც საწყობში სადაც ისინი არიან დაძაბულობა მატულობს. დანაშაული ძალადობას წარმოქმნის. გადარჩენილები: ვეტერანი მისტერ უაიტი, ახალბედა მისტერ ორენჯი, ფსიქოპატი მისტერ ბლონდი, მისტერ პინკი და სასიამოვნო ახალგაზრდა ედი - მათგან ერთერთი ამოსაცნობია.

მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

დაგ მაკრეი გამოცდილი ქურდია და მის გუნდის წევრებზე ბევრად ჭკვიანია, ახლა კი თამაშიდან გასვლა სურს, მაგრამ როდესაც საქმე ბანკის ფილიალის ახალგაზრდა მიმზიდველი მენეჯერის, კლერ კისის გატაცებას ეხება, იგი ისევ საქმეშია. ამ ქალთან ურთიერთობა საშიშროებას უქმნის დაგს და ფედერალური ბიუროს აგენტს ადამ ფროულის მისი გუნდის წევრების ვინაობის დადგენაში ეხმარება...

ახალგაზრდა მძარცველები თავზეხელაღებულ აფიორას გეგმავენ, რომლის შედეგადაც მათ ხელში 20 მილიონი ხვდება. საქმე იმით რთულდება, რომ მათ კვალს არანაკლებად ძლიერი მეტოქე - პოლიციის დეტექტივი ჯეკ უელსი მოჰყვება.