დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?
ფილმის გმირმა ახალი ვირტუალური თამაში გამოიგონა: ადამიანის სხეულს უერთდება სპეციალური ბიოდრაივერი, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული და თამაში, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტიურად არ არსებობს, მთლიანად მოთამაშეთა წარმოსახვაზეა დამოკიდებული.
90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა.
სამი სტუდენტი ჰაკერი მოულოდნელად იწყებს იდუმალი შეტყობინებების მიღებას უცნობისგან, სახელად NOMAD. მაგრამ არც კი იციან რასთან აქვთ საქმე. აუხსნელი ინციდენტების სერიის შემდეგ, მეგობრები გარბიან სახიფათო ხაფანგს, მაგრამ ისინი მაშინვე ხდებიან „შავებში ჩაცმული კაცების“ სამიზნე, რომლებიც თვლიან, რომ კონტაქტის შემდეგ ჰაკერებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მთელ კაცობრიობას.