ფილმში მოთხრობილი ქალთა უფლებებისათვის მებრძოლთა რეალური ისტორია, ფემინიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში.

მეორე მსოფლიო ომის დროს ლუიზ დეფონტეინი, საფრანგეთის წინააღმდეგობის წევრი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში გარბის, სადაც მალევე აღმოჩნდება ჩერჩილის მიერ შექმნილ საიდუმლო ორგანიზაციაში SOE. მალე პირველი ამოცანა დგება - ნაცისტური საავადმყოფოდან დაჭრილი ინგლისელი აგენტის გაყვანა, რომელმაც ძალიან ბევრი იცის ნორმანდიაში მოკავშირეების მოსალოდნელი დესანტის შესახებ. ლუიზს ავალებენ ექსკლუზიურად ქალთა გუნდის შეკრებას და ამ შემთხვევაში ყველა საშუალება კარგია: დარწმუნება, ტყუილი და მუქარა.