მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.

ჰონკონგის პოლიცია ცდილობს წინ აღუდგეს დაჯგუფებას, რომელიც იარაღის უკანონო ვაჭრობაშია ჩართული.მთავარი გმირი, პოლიციელი- ტეკილა, ცდოლობს მარტომ აღკვეთოს დამნაშავეთა ქმედებები და შური იძიოს დაღუპულ მეწყვილეზე.

უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.

ორი ადამიანის ბობოქარი სიყვარულის ისტორია ...სეილორი და ლულა დაქირავებული მკვლელების მთელ რაზმს ემალებიან, რომლებიც ლულას დედამ დაიქირავა.

ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.

ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო.მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება.ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი.

კარტერ პეიჯ მესამე - მაღალი საზოგადოების ქალბატონების ესკორტის ელიტური და მაღალანაზღაურებადი წარმომადგენელია. მისი მეგობრის - სენატორის ცოლის საყვარლის საშინელი მკვლელობის შემდეგ კარტერის ცხოვრება მთლიანად იცვლება. კარტერს სურს თავად გამოიძიოს საქმე და პირველი აღმოჩნდება დანაშაულის ადგილზე, სადაც მას პოლიცია დააკავებს. ახლა ის მთავარი ეჭვმიტანილია.