როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.

განგულის ოჯახი კალკუტაში ცხოვრობს, ისინი ემიგრაციაში ამერიკაში მიდიან და ნიუ-იორკში დასახლდებიან. ოჯახი ცდილობს ადაპტაციას ახალ კულტურასთან. განგულის ოჯახის დედა აშიმე და მამა აშოკი მარტივად ახერხებენ ადაპტაციას, მაშინ როცა მათ ვაჟ გოგოლს სერიოზული პრობლემები აქვს.

მენესოტას ქალაქში ზაფხული დადგა.ყინულთან ერთად გალღვა მეზობლებს, ჯონსა და მაქსს შორის არსებული მრავალწლიანი ომი. ამასობაში განქორწინებული იტალიელი რესტორანს ხსნის და აშფოთებს ადგილობრივებს, რომლებიც შიშობენ რომ ის თევზებს შეაშინებს. თუმცა ქალი ზღვის პროდუქტებით ნაკლებადაა დაინტერესებული.

ლეგენდარული ვოკალისტები ლუისი და ფლოიდი, რომლებიც თითქმის ოცი წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, გადაწყვეტენ გამართონ ერთობლივი კონცერტი. კონცერტი, რომელიც მათი ჯგუფის დაღუპული ლიდერის ხსოვნას მიეძღვნება. მშვენიერი კლეო კი, რომელიც ფლოიდის შვილი ჰგონიათ, მათთან ერთად მოგზაურობს.

ათეულობით ლოს-ანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბიჭს თავისი პირველი, ნამდვილი სიყვარულისათვის ყვავილები სჭირდება. ორი უფროსკლასელი ბიჭი პირველი სექსის ღამეს გეგმავს; სპორტული გადაცემის რეპორტიორი დავალებას იღებს ლოს-ანჯელესში რომანტიკული თავგადასავალი იპოვნოს. ცნობილი ფეხბურთელი თავის მომავალზე ოცნებობს. ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს თვითმფრინავში ხვდება. ბებია და ბაბუა უკვე წლებია ერთად არიან და მათ ახლა კრიზისი აქვთ. ხოლო ვახშამი, სახელწოდებით "მე ვერ ვიტან ვალენტინის დღეს" მარტოსულებს და მოტყუებულებს ელოდება. მოასწრებს თუ არა, თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?