მე-9-ე საუკუნის ჩინეთი, კორუმპირებული მთავრობა მეამბოხეთა არმიასთან ე.წ. "მფრინავ ხანჯლებთან" აწარმოებს ბრძოლას. რომანტიული მებრძოლი მშვენიერ ამბოხებულს ტყვეობიდან დაიხსნის, რათა გოგონა კვლავ შეუერთდეს თავისიანებს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ არის.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.

მეკობრე მორგან ადამსის უშიშარი ქალიშვილი ცდილობს შური იძიოს მამის მკვლელობისთვის, რომელიც მისმა საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს. გოგონას მემკვიდრეობით ერგო თავზეხელაღებულთა კუნძულის რუქა. იქ მონიშნულია ადგილი, სადაც უთვალავი განძია დამარხული. ამ ადგილამდე მისაღწევად ის ჯგუფს კრებს, რომელშიც მამის ძველი თანამებრძოლნი არიან.