ჩვეულებრივმა სიეტლელმა თინეჯერმა კოდი ბენქსმა, შეთავსებით –ცენტრალური დაზვერვის უმცროსმა აგენტმა, სამშობლო კვლავ უნდა გადაარჩინოს. ამჯერად ის ლონდონში მიემგზავრება. „ლეგენდის“ მიხედვით ის – სტუდენტია, რომელიც სასწავლებლად ჩამოვიდა, მაგრამ კოდის მთავარი ამოცანაა – მოპარული საიდუმლო მოწყობილობის პოვნა, რომლითაც ადამიანების გონების მართვა შეიძლება. ოპერაციის მსვლელობისას ბენქსი ხვდება, რომ ეს „ოპერაცია“ – დიდი თაღლითობის დასაფარი საშუალებაა, რომელშიც მისი უფროსობაა ჩარეული...