მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.
მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც მკვლელობების და გაუპატიურებების გამო, ციხეში ხვდება, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მიზანი კი არის ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ.
შეპყრობილი იმ იდეით, რომ კომუნისტები აპირებენ ამერიკელებისგან მათი „სხეულის ფასდაუდებელი წვენების“ მოპარვას, საჰაერო ბაზის მეთაური, გენერალი ჯეკ დ. აშშ-ის პრეზიდენტი მაფლი ცდილობს დღის გადარჩენას თავისი მრჩევლების შეკრებით, მათ შორის მამაცი გენერალი თერგიდსონი და ინვალიდის ეტლით მიჯაჭვული ყოფილი ნაცისტი მეცნიერი ექიმი სტრეინჯლავი.
ბრიტანული პაროდია "მონთი პაითონის" გუნდზე, ისტორია ბიჭზე რომელიც არ ყოფილა იესო, იგი გვედით სახლში დაიბადა. ფილმის ფანებმა შესაძლოა არ იცოდნენ, რომ მას ვერ გადაიღებდნენ ჯორჯ ჰარისონის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე.
ფილმი "დაკარგული ბავშვების ქალაქი" ჟან პიერ ჟენეს მიერ გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკაა მეცნიერზე, რომელიც იტაცებს ბავშვებს და მათ ოცნებებს იპარავს.
საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.