ოსკარ უაილდის ამავე სახელწოდების კომედიური პიესის ეკრანიზაცია. მოქმედება ხდება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ინგლისში. ორ ახალგაზრდა ჯელტმენს ერთი ქალი შეუყვარდება, ისინი ცდილობენ მისი გულის მოგებას.

მარიონი ქირაობს სახლს, რათა განმარტოვდეს და დაწეროს წიგნი. მას მეზობელი სახლიდან ესმის ხმები, რაც აკუსტიკური ანომალიის შედეგია.

ამერიკული ოჯახის რისკით სავსე მოგზაურობაზე ჩქარ მდინარეში კანადის საზღვართან. ცოლ-ქმარი მიემგზავრებიან შვებულებაში და ცდილობენ საბოლოოდ შეურიგდნენ ერთმანეთს და ქორწინება შეინარჩუნონ. შვებულება კარგავს თავის ხიბლს, როდესაც მათ გზაზე გადაეღობებიან უცნობები უეიდი და ტერი, რომლებიც ბანდიტები აღმოჩნდებიან, მათ ბანკი გაძარცვეს.

ცნობილი ამერიკელი სცენარისტის,ჯერი სტალას, აღზევებისა და დაცემის ისტორია.განზრახ გავარსკვლავებული, რომელიც მალევე ჰკარგავს ყველაფერს, რასაც ასეთი შრომის ფასად მიაღწია.

ორი დიამეტრალურად საპირისპირო მისწრაფებების მქონე ადამიანი შეურიგებელ ბრძოლაში შედის. პოლიციელი ფრენკ კონორი რთული დილემის წინაშე დგას. ერთის მხრივ, მისი შვილი სასიკვდილო ავადაა და მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაფერისი დონორი, პიტერ მაკკეიბი - სიკვდილით დასჯილი სასტიკი მკვლელი - გარბის საავადმყოფოდან, სადაც ის ციხიდან წაიყვანეს. თუ ფრენკი თავის მოვალეობას ბოლომდე შეასრულებს, დამნაშავე მოკვდება, შემდეგ კი უბედური ბავშვი განწირულია. მას შვილის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მკვლელის გადარჩენით შეუძლია და ამ სისხლიან დრამაში მას მოკავშირეები არ ჰყავს: დამნაშავეც და პოლიციაც მის წინააღმდეგ არიან.

ჯუნიმ და მისმა უფროსმა დამ კარმენიმ ჯერ კიდევ თავისი ძველი თავგადასავლებით დაამტკიცეს, რომ მათ არა მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ თავისი აგენტი-მშობლებისთვის, არამედ დამოუკიდებლად შეუძლიათ ნამდვილად ღირსეული ჯაშუშების საქმეები გააკეთონ.