New York Times-ის რეპორტიორებმა მეგან ტუჰეიმ და ჯოდი კანტორმა ატეხეს თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი - ამბავი, რომელმაც ხელი შეუწყო მოძრაობის #MeToo-ს დაწყებას და დაარღვია ათწლეულების სიჩუმე ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის თემაზე.
ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის აარონ სორკინის ბიოგრაფიული დრამა, ორი დიდი ამერიკელი სუპერვარსკვლავის უსილ ბოლის და დისი არნაზის ცხოვრების, ურთიერთობისა და ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ. ისინი შოკისმომგვრელი პირადი ბრალდებების, პოლიტიკური ცილისწამების და კულტურული ტაბუების პირისპირ აღმოჩნდებიან. ფილმი წყვილის რთულ რომანტიკულ და პროფესიულ ურთიერთობებს გვიჩვენებს, რომელსაც მაყურებელი სცენარისტების ოთახში, დახურულ კარს მიღმა გადაჰყავს.
1930 - იანი წლები. ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ბობი ნიუ-იორკიდან ჩადის ჰოლივუდში იმ იმედით რომ იშოვის სამუშაოს კინოინდუსტრიაში. ის დასახმარებლად მიმართავს ბიძას ფილს - სახელგანთქმულ პროდიუსერს. ბობს რამოდენიმე დღე მოუწევს ლოდინი ფილის მოსაცდელში, ბოლოსდაბოლოს ფილი მიიღებს მას და სამსახურსაც უშოვნის, ამასთანავე ფილი დაავალებს თავის ლამაზ მდივანს ვონნის მიაქციოს ყურადღება ბობის, გააცნოს სიტუაცია და ნელ-ნელა შეიყვანოს იქაურ საზოგადოებაში. ბობის შეუყვარდება ვონნი. ვონნიც არ არის ბობის მიმართ გულგრილი, მაგრამ იმ ინფორმაციასაც გააცნობს, რომ მას ყავს საყვარელი, რომელიც ამჯერად სადღაც არის წასული...
ფილმი მოგვითხრობს ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ორჯერ იყვნენ დაქორწინებულები.