კომედია, სადაც ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება.მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან. საიდანაც მას,ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს ვიდრე ეგონა. მან ერთიდაიგივე რეპორტაჟი კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს.
ბითლზები ლივერპულიდან ლონდონში კონცერტზე მიდიან. ყველანაირი სასაცილო სცენა ხდება გზაში, მღერიან სიმღერებს. ყველა სიმღერა გამოვიდა როგორც ცალკე ალბომი.
ჰუმბერტ ჰუმბერტი, განქორწინებული ბრიტანელი ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მასწავლებლად პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. აქ იგი თავს უფლებას აძლევს რომანი გააბას სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ბინის მეპატრონე ქვრივთან, შარლოტა ჰეიზთან. ჰუმბერტი შარლოტაზე დაქორწინდება, რადგან მას უიმედოდ შეუყვარდება შარლოტას 14 წლის ქალიშვილი ლოლიტა...
დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება .