გაიცანით მკურნალი ადამსი – ექიმი, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი კოლეგებისგან. ადამსმა თანამედროვე მედიცინაში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა. თურმე, ყველანაირი ავადმყოფობისგან საუკეთესი წამალი სიცილია. და ექიმი ადამსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი პაციენტები გააცინოს!

ფილმი ამერიკის პირველ პოლიტიკოსზე ჰარვი მილკზე, რომელმაც ღიად აღიარა თავისი ჰომოსექსუალური მიდრეკილებები. ის აირჩიეს ქალაქის მთავრობაში და კამპანია ჩაატარა გეებისა და ლესბოსელების უფლებების შესახებ კანონპროექტის მისაღებად.

გერმანია 70–ნი წლები. რადიკალურად განწყობილი ყოფილი ნაცისტების შთამომავლები, რომლებსაც ანდრეა ბაადერი ხელმძღვანელობს, ყოფილი ჟურნალსტი ულრიკე მაინჰოფი და გუდრუნ ენსლინი იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ფაშიზმის სახეს უწოდებენ: აშშ–ს პოლიტიკის წინააღმდეგ ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში და მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებსაც მხარს უჭერს გერმანის პოლიტიკური ელიტა.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტის პირველკურსელი კლარკ კეპლოგი საფხულის სემესტრში მუშაობას იწყებს შეძლებულ დამქირავებელთან, რომელიც საეჭვოდ აგონებს დონ კორლეონეს. გულუბრყვილო პროვინციელი გვიან მიხვდება , რომ მან იტალურ-ამერიკული მაფიის გულში ამოჰყო თავი.

ამპარტავანი, ეგოცენტრული რეჟისორი გვიდო კონტინი ძალღონეს არ იშურებს, რათა მისი უკანასკნელი ფილმის შინაარსი, ძირითადი აზრი და სცენარი მოიფიქროს. გადაღებების დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩა, გვიდო კი კვლავ სასოწარკვეთილი ითხოვს დახმარებას და აღმაფრენას საკუთარი ცოლისგან, საყვარლისგან, მუზისგან და დედისგან.