ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ,რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის ვეტერანი ჯო გეველანი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე კეისი ქოლდენი განთქმული რეპ-ჯუფის მკვლელობას იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის უკან სერთეინი დგას, ცნობილი მენეჯერი, პრომოუთერი და გავლენიანი ლეიბლის მფლობელი. ის უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას სხვა რეპერების სიკვდილში, რომლებსაც მასთან კონტრაქტის დარღვევა მოუნდათ.