რას მოიმოქმედებდით თუკი აღმოაჩენდით, რომ დროში გადაადგილება შეგიძლიათ? მაკიტი კონო სკოლის ნიშნების გამოსწორებით და რთული ურთიერთობების მოგვარებით იწყებს. მაგრამ სულ მალე ხვდება - იმისათვის, რომ თავისი ცხოვრება მოაგვაროს და ახლობლების მომავალს იმედი შთაბეროს, გაცილებით მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე დროის ძალაუფლება.

15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ, რომელიც ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს. მოვლენები კოლუმბიის მთებში დამალუ ადგილას, სახელწოდებით “ენკანტო”-ში ვითარდება – ჯადოსნური სამყარო, რომელშიც საოცრებები ხდება. და სწორედ მირაბელს მოუწევს მისი ოჯახის და ენკანტოს დაღუპვისგან გადარჩენა…

სამი ძმის ისტორია, მათი ომისა და პოლიტიკური აღზევების პერიოდში ბრძოლის შესახებ. დაფუძნებულია გენერალი მა ქსინის მკვლელობის ამბავზე.

ნიუ-იორკელი განგსტერი ბენ ბაგსი მივლინებით მიემგზავრება ლოს ანჯელესში. მექალთანე და ფიცხი ბაგსისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის მოშორება. ლოს ანჯელესი სავსეა სიცოცხლით, იქ იღებენ ფილმებს და ბაგსიც ყოვნდება მაშინ, როცა მისი ოჯახი სულ მოუთქმელად ელის მას. უკანა გზაზე იგი ლას ვეგასში გაჩერდება, ქალაქი მისი ახალი იდეების მოდერატორად იქცევა.