ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
ასტერიქსი და ობელიქსი ეგვიპტეში მიემგზავრებიან არქიტექტორ ნუმერობის დასახმარებლად, რომელმაც სამ თვეში ზღაპრული სასახლე უნდა ააგოს დედოფალ კლეოპატრასთვის.
მუზეუმში ქაოსი მეფობს, რადგან ღამის დარაჯმა ლარი დელეიმ შემთხვევით უძველესი წყვევლა მოხსნა, რითაც ატილა ჰუნი, გლადიატორების მთელი არმია, ტირანოზავრი რექსი და მუზეუმის სხვა ექსპონატები გააცოცხლა. სასოწარკვეთილი ლარი ცდილობს დააშოშმინოს მუზეუმი, მაგრამ არაფერი გამოსდის, სანამ პრეზიდენტი ტედი რუზველტი არ ეცდება მის დახმარებას.