ჯამბაზი რაჯუ ასრულებს ბოლო წარმოდგენას, რადგან მას გარდაუვალი სიკვდილის წინასწარმეტყველება აქვს. სპექტაკლზე იწვევს ყველას, ვინც მისთვის ძვირფასი იყო, ვინც ოდესღაც უყვარდა. ჩვენს წინაშე გადის მთელი მისი ცხოვრება: ჯამბაზის ცხოვრება - კაცი, რომელიც ცეკვავს და მღერის.
ეგვიპტის ალექსანდრია. მსოფლიოში პირველი მეცნიერი ქალის – ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ასტრონომის, მშვენიერი ჰიპათიას ცხოვრება. მის აზრებს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ლექციებს კი ათასები ესწრებოდნენ. მან კოპერნიკსა და გალილეის დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის მშვენიერება გულებს ამსხვრევდა. ჰიპატია ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო შეყვარებული – ყოფილ მონა დაუსზე და კეთილშობილ ორესტზე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეწირა მისი გულისთვის. მაგრამ შურიანები ვერ ითმენდნენ ამ ქალის პოპულარობას და დიდებას... 415 წელს ჰიპატია გააფთრებულმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა...
4 გარყვნილი ფაშისტი რყვნის 9 თინეიჯერ გოგოსა და ბიჭს და ატყვევებს მათ 120 დღიან სადისტურ ფიზიკურ, მენტალურ და სექსუალურ ტყვეობაში