60იანებში სამხრეთის პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი თეთრად და შავად არის დაყოდილი ორი ფედერალური აგენტი სამოქალაქო კანონდამცველი მუშაკების მკვლელობას იძიებს. ახალგაზრდა აგენტი ფედერალური ბიუროს სკოლაშია გაწვრთნილი და ამ ქალაქში მის ყოფილ პარტნიორ შერიფს გადააწყდება.

კლარენს ვორლი და ალაბამა უიტმენი შეხვდნენ და ღამე ერთად გაატარეს. ალაბამამ აღიარა, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს რთულ სფეროში "call-girl", ანუ "call girl". კლარენს ვორლი არ იყო სუპერმენი, თუმცა, ალაბამას სუტენიორს "ეწვია", მან დატოვა ორი გვამი - სუტენიორი და მისი დაცვა.

1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.

ალექს ფოლი ბევერლი ჰილსში ბრუნდება. ამჯერად იგი მეგობარ პოლიციელებს მეტად უცნაური ძარცვის საქმის ძიებაში ეხმარება.