წითელი წვერი – ეს უმწეოთა საავადმყოფოს ექიმის მეტსახელია.საავადმყოფოში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩადის ახალგაზრდა და კეთილშობილი ექიმი იასუმოტო. აქ სიმკაცრეა და უხეშობა. მხოლოდ დროთა განმავლობაში იასუმოტო ხვდება რომ წითელი წვერის ექიმის სიმკაცრის და პირქუშობის უკან უსაზღვრო სიკეთე და გულისხმიერება იმალება.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კარენი, რომელიც ლიტვიდან გადაასახლეს, იტალიელ მეთევზე ანტონიოს გაყვა ცოლად, რათა საერთაშორისო ბანაკიდან წასულიყო. მაგრამ ანტონიოს კუნძული ვულკანის საფრთხის ქვეშაა , კარენი კი ამას ვერ ეგუება.

ისინი დაბლები არიან, მაგრამ სისასტიკით მათ არც ერთი დედამიწაზე არსებული არსება ვერ შეედრება - ეს კბილოსნები არიან! ბეწვიანები დაუნდობელი მხეცები კოსმოსიდან ჩამოფრინდნენ, იმისათვის, რომ ადამიანთა ცივილიზაცია გაანადგურონ. და დაიწყეს კანზასიში სოფლის ფერმიდან, სადაც გადაჭამეს ყველაფერი, რაც კი პირში მოხვდათ, რა თქმა უნდა ადამიანების ჩათვლით. საბედნიეროდ კოსმოსში მამაცი გმირები არსებობენ, რომლებიც საშველად მოდიან შეშინებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. მხოლოდ ძალების გაერთიანება და სწორად არჩეული სტრატეგია დაეხმარებიან დაუპატიჟებელი სტუმრების დამარცხებაში.