ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი, წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
მეკობრე მორგან ადამსის უშიშარი ქალიშვილი ცდილობს შური იძიოს მამის მკვლელობისთვის, რომელიც მისმა საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს. გოგონას მემკვიდრეობით ერგო თავზეხელაღებულთა კუნძულის რუქა. იქ მონიშნულია ადგილი, სადაც უთვალავი განძია დამარხული. ამ ადგილამდე მისაღწევად ის ჯგუფს კრებს, რომელშიც მამის ძველი თანამებრძოლნი არიან.