"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

როცა ინდიანა ჯონსს, ცნობილ არქეოლოგს მთავრობა ლეგენდარული დაკარგული კიდობანის პოვნას დაავალებს, ის მთელი ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ პირისპირ აღმოჩნდება.

ცისფერი უფსკრული მოგვითხრობს ორი მამაკაცის მეგობრობაზე, მათ ვნებაზე ოკეანის და დაივინგის მიმართ.

ინდოეთში ჩასულ ინდიანა ჯონსს სოფლის მცხოვრებნი მისტიური ქვის დაბრუნებას სთხოვენ. ქვის კვალს ჯონსი სასტიკ საკულტო საიდუმლოს აპოვნინებს.