ნიუ-იორკ სითი. მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი, აკვიატებების ნევროზით დაავადებული მწერალია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ. ამას გარდა, კეროლი, ერთადერთი ოფიციანტი რომელიც მას იტანს, ავადმყოფი შვილის გამო იძულებელია სამსახური მიატოვოს, ხოლო მელვინი თავის საყვარელ კაფეში ვეღარ საუზმობს....
ორი მარტოსული - ფრენკი და ჯონი ერთმანეთს პატარა კაფეში შეხვდნენ. აქ ფრენკი ოფიციანტად მუშაობს ხოლო ჯონს მზარეულად აიყვანენ მას შემდეგ, რაც ის თვრამეტ თვეს გაატარებს ციხეში, ჩეკის გაყალბების გამო. ჯონი გულწრფელად გამოხატავს სიმპატიას ფრენკის მიმართ, მაგრამ ქალი არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეშინია კიდევ ერთხელ არ შეცდეს.
სამი ახალგაზრდა ბაკალავრი - არუში, ტანმეი და ალი, ან უბრალოდ ალ - უდარდელად ცხოვრობენ სიდნეიში. მათ დიდი ხანია დაკარგეს რომანსების რაოდენობა და არ სჯერათ სიყვარულის ან ნამდვილი სიყვარულის. მაგრამ მოულოდნელი მოვლენა ანგრევს მათ ჩვეულ ცხოვრების წესს - ერთ დილას თავიანთი სახლის ზღურბლზე პოულობენ კალათას მომხიბვლელ რვა თვის ბავშვთან ერთად...