უძრავი ქონების კლერკი, მარიონ ქრეინი დიდი ფულის გატაცების გამო პოლიციას ემალება. ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, ყველასთვის ცნობილ "ბეითს მოტელს" აფარებს თავს. საზიზღარი მენეჯერი ნორმან ბეითსი სახლში გამოკეტილ დედას უვლის. ეს ადგილი უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ჩანს... სანამ მარიონი შხაპის მიღებას არ გადაწყვეტს.
მოტეხილი ფეხის გამო ინვალიდის ეტლზე მიბმული ფოტოჟურნალისტი მოწყენილობისგან უყურებს საკუთარ სახლში მცხოვრებ მეზობლებს, რომელთა ფანჯრები ეზოს გადაჰყურებს. მუდმივი მეთვალყურეობა მიჰყავს მას იმ აზრამდე, რომ ერთ-ერთი მეზობელი საეჭვოდ იქცევა.
ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.
რეალური გმირის, კოკაინის კონტრაბანდისტი ჯორჯ იანგის როლი ჯონი დეპმა ჩვეული ოსტატობით შეასრულა. იგი სიღარიბეს თავს აღწევს და ამერიკის ერთერთი უდიდესი ნარკოტიკებით მოვაჭრე ხდება.
ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს... გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს...
ამერიკული გაზეთის ჟურნალისტის ისტორია, რომელისაც მივლინებით სასაზღვრო ქალაქ ჰუარეზში უწევს წასვლა, რათა ასობით ქალის მკვლელობის ამბავი შეისწავლოს. საქმის მსვლელობისას თავად მისი სიცოცხლეა საფრთხეში.