რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას.

ფილმის გმირმა ახალი ვირტუალური თამაში გამოიგონა: ადამიანის სხეულს უერთდება სპეციალური ბიოდრაივერი, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული და თამაში, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტიურად არ არსებობს, მთლიანად მოთამაშეთა წარმოსახვაზეა დამოკიდებული.

ფილმი არის მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისური ბურჟუაზიული რევოლუციის შესახებ. ძირითადი ყურადღება ექცევა დაპირისპირებას, ოლივერ კრომველსა და მეფე კარლ პირველს შორის. კრომველი ცდილობს ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს თავისი საყვარელი ინგლისი სუსტი მმართველობისგან. მას უნდა დააწესოს პარლამენტის მმართველობა, რომელიც ნამდვილად დემოკრატიული იქნება და დაიცავს ხალხის ინტერესებს.