აშშ-ს მარშალი ჯონ კრუგერი მოწმეთა დაცვის პროგრამაში შესულ ხალხთა ვინაობებს შლის. ახლა მისი დავალება ლი კალენის დაცვაა, რომელმაც შემთხვევით ფარდა ახადა იარაღების მწარმოებელი კომპანიის მიერ ტერორისტებთან გარიგებას. როდესაც კრუგერი აღმოაჩენს, რომ მათ პროგრამაში ფარული აგენტია შემოპარული, იძულებული ხდება გადაირჩინოს როგორც საკუთარი, ასევე ლის სიცოცხლე.

სემი, ყოფილი როდეოს ჩემპიონი ალიასკაზე ცხოვრობს , ღვთისაგან მიტოვებულ ქალაქში. ელვუდი ორ მამაკაცთან ერთად იმავე სასტუმროში დაბინავდება , სადაც სემი ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ელვუდი დანაშაულთანაა დაკავშირებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალაქი შეძრა ...

ედი ჰოკინსი, იგივე ჰუძონელი ქორი, ახლახანს იქნა გათავისუფლებული ათწლიანი პატიმრობიდან და დარჩენილი ცხოვრების პატიოსნად ცხოვრებას გეგმავს. მაგრამ სწორედ ამდროს მეიფლაუერის შეშლილი წყვილი აშანტაჟებს მას, რათა ლეონარდო და ვინჩის რამოდენიმე ნაწარმოები მოაპარინოს, უარის შემთხვევაში კი მისი მეგობრის ტომის მოკვლით ემუქრებიან.