ფილმის მოვლენები ბრუკლინის გარეუბანში ვითარდება. თინეიჯერი ფრენკი გარბის მეგობრებთან იმ დამთრგუნველი ატმოსფეროდან, რომელიც მის ოჯახში სუფევს. თავისი სექსუალური იდენტობის დალაგების მცდელობისას ფრენკი იწყებს ხანდაზმულ მამაკაცებთან შეხვედრას. პარალელურად ახალგაზრდა გოგონასთან აწყობს ურთიერთობას. ფრენკი იკვლევს საკუთარ თავს და მის სურვილებს, რათა გაიგოს, რა იზიდავს მას უფრო მეტად. თუმცა, ცოდნის ამ გზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

ამპარტავანი, ეგოცენტრული რეჟისორი გვიდო კონტინი ძალღონეს არ იშურებს, რათა მისი უკანასკნელი ფილმის შინაარსი, ძირითადი აზრი და სცენარი მოიფიქროს. გადაღებების დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩა, გვიდო კი კვლავ სასოწარკვეთილი ითხოვს დახმარებას და აღმაფრენას საკუთარი ცოლისგან, საყვარლისგან, მუზისგან და დედისგან.