ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი - ჰერბერტი, ახალი ინგლისის ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ჩამოდის. ის კარგად აღზრდილი და განათლებულია, ქალებშიც წარმატებით სარგებლობს. მაგრამ მისი სული პირველი სიყვარულის მოგონებებით არის ავად. და 12 წლის ლოლიტასთან შეხვედრის შემდეგ იმედი უჩნდება დაკარგული სამოთხის პოვნის.

1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

როდესაც ყოფილი მძარცველი- მაკდუგალი (მაკი) უძვირფასესი ნახატის მოპარვაშია ეჭვმიტანილი,სადაზღვევო გამომძიებელი ვირჯინია (ჯინ) ბეიკერი მახეს დააგებს,რომ ეჭვმიტანილი გამოიჭიროს.თუმცა ჯინი სულაც არ არის ის, ვინც ერთი შეხედვით სჩანს. მალე ის და მაკი საუკუნის ძარცვას ერთად დაგეგმავენ.