ნიუ-იორკში სერიული მკვლელი დაძრწის. მისი მსხვერპლი საშუალო ასაკის მამაკაცები არიან, რომლებიც, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, ინტიმური ურთიერთობების მოყვარულები არიან. სამწუხაროდ, მათი რომანტიკული შეხვედრა ტრაგიკულად სრულდება – მათ შიშველ სხეულებს ერთი და იგივე პოზაში პოულობენ, თავში ნატყვით.

მათ შორის არ იყო, და არც შეიძლებოდა ყოფილიყო რამე საერთო. სელინ ნევილი - განებივრებული, მდიდარი გოგონა, რომლისთვისაც ყველაზე საშიში ღამის კოშმარია უეცრად გათავებული თანხა კრედიტ ბარათზე. რობერტ ლიუისი - უიღბლო, რომელსაც აქვს ოცნება - დაწეროს ცნობილი ამერიკული რომანი. მაგრამ სელინის მამამ რობერტი სამსახურიდან დაითხოვა, მან კი ცხვირწინ მოტაცა ქალიშვილი. ასეთი თავხედური საქციელი მაშინვე შეამჩნიეს ცაში. დედამიწაზე მალევე გამოუშვეს ორი ანგელოზი ორეილი და ჯექსონი, რათა თვალყური ადევნონ მოვლენების განვითარებას.