ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მონადირის ჰიუ გლასის ისტორიას, ამჟამინდელ დაკოტას ტერიტორიაზე ნადირობისას მას თავს დათვი დაესხმება, თანამგზავრები კი ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს დატოვებენ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჰიუ გლასი გადარჩება და დაიწყებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებმაც მას უღალატეს.

ფილმის მთავარი გმირები მწერალი ეშლი და ნიჭიერი ქირურგი ბენი არიან. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მალე ბედი მათ ერთმანეთს შეახვედრებს. ეშლი შინ დაბრუნებას ჩქარობს, მას ჯვრისწერა აქვს, ბენს კი პაციენტი ელოდება. ყველა რეისი უამინდობის გამო გადაიდება, ამიტომ მათ კერძო ავიათვითმფრინავით მოუწევთ გაფრენა, რომელიც ჩამოვარდება. ცოცხლები მხოლოდ ეშლი და ბენი გადარჩებიან.