დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.

ლიტერატურათმცოდნე გიორგი ფოსტით იღებს ყუთს. ის ხსნის მას და აღმოაჩენს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ფრაგმენტებს. თანდათან ეს კადრები გიორგის მიჰყავს იმ აზრამდე, რომ უცნაური ამანათის გამგზავნი მას კარგად იცნობს. ის იწყებს შეშფოთებას. მაგრამ პოლიცია უარს ამბობს მოქმედებაზე, სანამ გიორგის საფრთხე არ ემუქრება. ვინ არის ამანათის გამგზავნი და რა არის მისი მიზანი?

როდესაც ნოუ იორკის ფსიქიატრი ბილ კაპა ლოს ანჯელესში ჩადის რომ შეუერთდეს თავის კოლეგებს და იპოვნოს მკვლელი, აღმოაჩენს რომ თავიდან ბოლომდე მისტიურ ამბავშია გახვეული...