ნიუ-იორკ სითი. მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი, აკვიატებების ნევროზით დაავადებული მწერალია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ. ამას გარდა, კეროლი, ერთადერთი ოფიციანტი რომელიც მას იტანს, ავადმყოფი შვილის გამო იძულებელია სამსახური მიატოვოს, ხოლო მელვინი თავის საყვარელ კაფეში ვეღარ საუზმობს....

გარეგნულად, საკმაოდ საშუალო ამერიკელი მაიკლ სალივანი XX საუკუნის 30-იანი წლების ნორმალური მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობს. ის არის კარგი მამა, ძლიერი მეოჯახე, პასუხისმგებელი მუშაკი; მაგრამ ერთი რამ აწუხებს მის უფროს შვილს მაიკლს - ზუსტად სად ტოვებს მამამისი მანქანით ყოველ დილით და როგორი ხალხი ახვევს მას - შესანიშნავად მოჭრილი კოსტიუმებით, მაგრამ უცნაური მზაკვრობით თვალებში? ერთ დღეს მაიკლი ადის მამის მანქანის უკანა სავარძელზე და მისი მუშაობის მოწმეა. პრობლემა ის არის, რომ მაიკლ სალივანი ნამდვილი განგსტერია, რომელიც ასრულებს დელიკატურ დავალებებს, სადაც ზედმეტი მოწმეების ადგილი არ არის.

ორი ძმის ისტორია, რომელთაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ფულის შოვნის მიზნით, ისინი თანხმდებიან ბიძის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და დანაშაულზე მიდიან. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაიფიქრეს და ძმები ერთმანეთის მტრები ხდებიან.