მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ერთ ევროპულ სოფელში. მთავარი გამირი - ვიქტორი ბნელ ძალებს მიწისქვეშეთში მიჰყავთ და ცოლად პატარძლის გვამს ართვევინებენ, როცა ნამდვილი საცოლე, ვიქტორია ადამიანების სამყაროში ელოდება. იმის მიუხედავათ, რომ მკვდრების სამეფოში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე თავის სოფელში, ვიქტორი ხვდება, რომ ნამდვილ სიყვარულს არაფერზე გაცვლის.

ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობისა და გაძარცვის შემდეგ გაჩნდა ლეგენდა ამაზონკის ჭაობებში ჩაკარგულ ზღაპრულად მდიდარ ქვეყანა ელდორადოზე. 1561 წელს მის საძებნელად გაემგზავრა ესპანელ თაღლითთა ექსპედიცია პისაროს ხელმძღვანელობით. გაუვალ ჯუნგლებში გააგზავნეს 40–კაციანი რაზმი დონ პედრო ურსოს მეთაურობით, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა ეპოვათ ელდორადო. რამდენიმე დღეში რაზმმა მებრძოლების დაკარგვა დაიწყო. ისინი იღუპებოდნენ ინდიელების ისრებისგან და იძირებოდნენ მდინარეში. ურსომ დაბრუნება გადაწყვიტა. მისმა თანაშემწემ, აგირემ აჯანყება მოაწყო, მეთაურობა საკუთარ ხელში აიღო და ექსპედიცია გააგრძელა, მაგრამ მათ უკან დაბრუნება არ ეწერათ...

მას შემდეგ, რაც კომისარი ლეგიონის ორდენს იღებს ფანტომასის ლიკვიდაციისთვის, ის კვლავაც ჩნდება და იტაცებს პროფესორ მარშანს, რათა მისგან სასტიკი იარაღის საიდუმლო გაიგოს. მაგრამ ამ იარაღის დამონტაჟება მეორე მეცნიერის - პროფესორ ლოფერის გარეშე შეუძლებელია. კომისარი ჟუვი იყენებს თავის წარმოუდგენელ გამოგონებებს, რათა დაიცვას პროფესორი, რომელსაც საფრთხე ელოდება.

ამჯერად ცნობილი ფრანგი პოლიციელი - კომისარი ჟუვი ფანტომასს ძველებურ შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში ებრძვის.