მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო,სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.

ერთი მოკლული მამაკაცი და რვა ქალი - თითოეული მკვლელობის საკუთარი მოტივით. თოვლიანი ქარბუქის გამო ისინი მოკლულის სახლში არიან გამომწყვდეულები და მკვლელის გამოაშკარავებას ცდილობენ.

ორი ძმის ისტორია, რომელთაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ფულის შოვნის მიზნით, ისინი თანხმდებიან ბიძის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და დანაშაულზე მიდიან. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაიფიქრეს და ძმები ერთმანეთის მტრები ხდებიან.

საბჭოთა ჩემპიონ ივან დრაგოსთან დუელის შემდეგ როკის კრივის კარიერა დასასრულს უახლოვდება. ჯანმრთელობა დაკარგულია და ასაკი უკვე ვეტერანია. და ოფლითა და სისხლით მიღებული მთელი დანაზოგი იპარება ან იხარჯება. ამიტომ მას მხოლოდ მწვრთნელობაზე გადასვლა დარჩა. მაგრამ იქაც კი ყველაფერი მშვიდად არ არის, მისი საყვარელი, პერსპექტიული სტუდენტი ტოვებს როკის და მიდის სხვა მწვრთნელთან. მაგრამ ბედის არცერთ დარტყმას არ შეუძლია როკის სტოიკური ხასიათის გატეხვა. ამ სიტუაციაშიც არ კარგავს რწმენას თავისი იღბლიანი ვარსკვლავის მიმართ და საკუთარ თავში პოულობს ძალას ახალი მიღწევებისთვის.