რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
სამი ტრანსვესტიტის ისტორია, რომლებიც უდაბნოში გაემგზავრნენ - სექსუალური უმცირესობების შოუზე.
მძარცველი დენი ოუშენის და მისი მეგობრების მიერ ლას ვეგასის კაზინოს გაძარცვვის ისტორია.
სურათის მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეების ინგლისის ფუნდუკში. ამ ფილმში რეჟისორმა ითამაშა "ჩესერის" როლი, ის არის ერთ-ერთი მსმენელი ოთხი ნოველის, რომელსაც ყვებიან მგზავრები.
მეხანძრეები ჩაკ ფორდი და ლარი ვალენტაინი ლოიალური მამაკაცები არიან,ამიტომაც,როცა დაქვრივებული ლარი მის მეგობარს სთხოვს, თავი მოაჩვენოს თითქოს მისი გეი პარტნიორია იმისათვის,რომ ლარიმ ბავშვების მეურვეობისთვის დამატებითი შეღავათები მიიღოს, ჩაკი დათანხმდება. ყველაფერი გართულდება, როდესაც ჩაკი და ლარი იძულებულნი გახდებიან შესამოწმებლად მოსულ ბიუროკრატს მათი ოჯახური იდილია აჩვენონ.