კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.

ფიონა და გრანტი უკვე ორმოცი წელია ცოლ-ქმარნი არიან. ფიონას საშიში დაავადების სიმპტომი აღენიშნება. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ცოლ-ქმარს ხანგრძლივი დროით დაშორება უწევთ, რადგან ფიონამ მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროს. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მას გრანტი მოინახულებს, ქმარი ხვდება, რომ ცოლმა არა თუ ვერ იცნო, არამედ მისი გული სხვა მამაკაცს ეკუთვნის.

საფრანგეთის დედოფლის მარი ანტუანეტას ისტორია, 15 წლის ის გაყვა ცოლად ლუი XVI-ს და 19 წლის ასაკში დედოფალი გახდა.