დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.
ზამთრის ერთ დღეს წყნარ საფრანგეთის ქალაქში, ახალგაზრდა ქალი, სახელად ვენა, გამოჩნდება. და ცოტა მოგვიანებით, ის ხსნის უჩვეულო შოკოლადის მაღაზიას, სთავაზობს სტუმრებს განიცადონ ახალი სიამოვნება. და მართლაც, ერთხელ რომ ეწვია მას, ხალხი ისევ და ისევ ემორჩილება ტკბილ ხიბლს - ვიენი ჯადოსნურად გამოცნობს სხვა ადამიანების სურვილებს.
სექსუალური ნიკ მარშალი კარიერის პიკზეა სარეკლამო სააგენტოში და დაწინაურებას ეძებს, მაგრამ მის ადგილს დარსი მაკგუაირი იკავებს. ერთ დღეს ნიკს ავარია ემართება, რის შემდეგაც ქალის აზრების კითხვას იწყებს. ამ საჩუქრით პლეიბოის სურს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები სამსახურში, მაგრამ სამაგიეროდ პოულობს თავის სიყვარულს.
"ნიუ–იორკო, მიყვარხარ" 2009 წლის რომანტიკული ფილმია ბრედლი კუპერის, შია ლაბეფის, ნატალი პორტმანის, ენტონ იელჩინის, ჰაიდენ კრისტენსენის, ორლანდო ბლუმის, ირფან ანის, რეიჩელ ბილსონის, კრის კუპერის, ანედის გარსიას, ქრისტინა რიჩის, უგურ იუცელის, რიბინ რაიტ პენის, ჯული კრისტის, მეგი ქიუს, იტენ ჰოუკის და ჯეიმს კაანის მონაწილეობით. "ნიუ–იორკო, მიყვარხარ" 11 მოკლე ნოველის ნაკრებია. ეს არის სხვადასხვა სასიყვარულო ისტორია,რომელსაც ნიუ-იორკი აერთიანებს.