1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის იდუმალი გარემოებები.
თხეგიკი - კორეის ნაციონალური დროშის სახელია. ფილმის ერთ-ერთი გმირის დავალებაა ამ დროშის პეკტუსანის მთაზე აღმართვა, კორეის ომის დროს, კომუნიზმზე გამარჯვების ნიშნად. ეს ფილმი არის ორ ძმაზე, რომლებიც ტრაგიკულმა გარემოებამ ერთმანეთს გაჰყარა.
ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი
სიუჟეტი იწყება მაშინ, როდესაც აღმასრულებელი პირი ხტება მდინარე ჰანში, რათა თავი მოიკლას... და მოულოდნელად იღვიძებს უდაბნო კუნძულზე, მდინარის შუაგულში, სადაც ცხოვრობს ცივილიზაციისგან იზოლირებული. ახალგაზრდა ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ოთახში იყო მიჯაჭვული, მას შორიდან უყურებს.
60იანებში სამხრეთის პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი თეთრად და შავად არის დაყოდილი ორი ფედერალური აგენტი სამოქალაქო კანონდამცველი მუშაკების მკვლელობას იძიებს. ახალგაზრდა აგენტი ფედერალური ბიუროს სკოლაშია გაწვრთნილი და ამ ქალაქში მის ყოფილ პარტნიორ შერიფს გადააწყდება.
ნარკოტიკებთან მებრძოლი დეტექტივების ჯგუფი ცდილობს კრიმინალური ორგანიზაცია ამხილოს. ამისათვის ფარულად უნდა იმოქმედონ და ერთ რესტორანში დაიწყებენ მუშაობას, რომელიც ქათმის არაჩვეულებრივი კერძებით გახდება ცნობილი. მოულოდნელი პოპულარობის წყალობით, დეტექტივები მათთვის სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
ჩარლზ დიკენსის რომანის ეკრანიზაცია. როდესაც ახალგაზრდა ფინმა ესტელა პირველად ნახა, მისი გულისცემა აჩქარდა. მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, რომელიც ამბობს, რომ ვნება ესტელას მიმართ არაფერ კარგს არ მოუტანს, ფინი მომხიბვლელი გოგონას გულის დაპყრობას ცდილობს. წლების შემდეგ, სადუმლო კეთილისმსურველის დახმარებით, ახალგაზრდა ფინი ნიუ–იორკში აღმოჩნდება, სადაც კვლავ შეხვდება თავის სიყვარულს.