ჰენრი ჰილი დამწყები განგსტერია, რომელიც ორ მასზე უფრო ამბიციურ განგსტერთან, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოსთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობს. ჰენრის ამ ორმა პარტნიორმა ყველა ამ საქმეში მონაწილე დახოცა და ნელნელა მაფიის იერარქიულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო. გახდება თუ არა ჰენრი მათი დაცემის მიზეზი?

მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

ფედერალური აგენტი, რომელიც მაფიოზურ დაჯგუფებაშია შეგზავნილი თანდათან ხვდება, რომ მას ასეთი ცხოვრება ბევრად უფრო იტაცებს.