პატარა 8 წლის იშან ავატი დანადებიდან განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. მას გაცილებით უჭირს იმის ათვისება დასაც მისი ასაკის ბავშვები მარტივად აკეთებენ. მისი გაგება მშობლებს უჭირთ, როდესაც იშანი მესამე ჯერზეც ვერ ჩააბარებს გამოცდას სკოლაში, მამა დასჯის და სკოლა-ინტერნატში გააგზავნის.

ფედერიკო ფელინის მშობლიური საკურორტო ქალაქის რიმინის რომანული დიალექტიდან "ამარკორდი" ითარგმნება როგორც "ვიხსენებ". გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებს ეკრანზე აცოცხლებს და მაყურებლებს სთავაზობს ერთი ხელგაშლილი ქალის ისტორიას, რომელიც უარს არავის არაფერზე ეუბნებოდა და ყველა ადგილობრივი ვაჟიშვილის ოცნება იყო.

როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი , ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.

რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.

ფილმი შედგება სამი ნოველისაგან და გადაღებულია ფრენსის ფორდ კოპოლას, ვუდი ალენის და მარტინ სკორსეზეს მიერ.