ჯეკ ტორენსი თანხმდება მეთვალყურის თანამდებობაზე სასტუმრო "ოვერლუქში", სადაც მან, მეუღლე ვენდისთან და მათ ვაჟ დენისთან ერთად, ზამთარი დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილმა უნდა გაატაროს. თუმცა ისინი მომზადებულები არ არიან სიგიჟისთვის, რომელიც იქ დაეხეტება.

დეტექტივი ნიკ კურანი სექსუალურად მოტივირებული მკვლელობის საქმეს იძიებს. ეჭვი ეპარება მოკლული ეკატერინეს შეყვარებულს - მწერალს, შოკისმომგვრელი რომანების ავტორის, რომელმაც თავის ბოლო წიგნში დეტალურად აღწერა აბსოლუტურად მსგავსი დანაშაული. მაგრამ მომხიბვლელ, წარმოუდგენლად სექსუალურ მწერალს აქვს მამაკაცებთან მანიპულირების საოცარი უნარი, აღვიძებს მათში ერთ-ერთ ძირითად ინსტინქტს.

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.