არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული "გეიშას დღიურები", რომანტიკული ეპოსია იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ, რომელიც დღემდე გვაჯადოვებს. ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე იწყება, როცა ღატაკ იაპონელ ბავშვს ოჯახს მოსწყვეტენ გეიშას სახლში მოახლედ სამუშაოდ.
ორი ტემპერამენტიანი შეყვარებულის რომანი ისე განვითარდა, რომ რამდენიმე ინტიმური ღამის შემდეგ, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, პატარა შვებულება შეუმჩნევლად გაფრინდება, ჯარიდან თავის დახსნის გონებამახვილური მცდელობა კი, ახალგზრდა მეუღლეს იქამდე მიიყვანს, რომ აფრიკაში გამგზავრების ნაცვლად, ის რუსულ ფრონტზე, თოვლსა და ყინვაში მოხვდება.
ჰალუცინოგენური თავგადასავალი. სპორტული ჟურნალისტის რაულ დიუკის და მისი სამოელი ადვოკატის, დოქტორი გონზოს სამდღიანი თავგადასავალი, ლოს–ანჯელესიდან ლას–ვეგასისკენ მიმავალ გზაზე.
სამყაროში სადაც ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის გაჩენიც უფლება აქვს 7 ტყუპი და გაჩნდება. მათ კვირის დღეების სახელებს დაარქმევენ და ისინი კვირაში მხოლოდ ერთი დღე გადიან სახლიდან. ერთხელ კი ორშაბათი დაიკარგება...
1944 წელი, პოლონეთი.ღმერთისგან დავიწყებული ადგილი სახელად "გეტო". ერთადერთი ხმა, რომელიც სიჩუმეს არღვევს - მიმავალი მატარებლის ხმაა. მას სასიკვდილოდ განწირული ადამიანები მიჰყავს. ერთადერთი რამაც ადამიანებს შესაძლოა იმედი ჩაუსახოს არის ტყუილი. მაგრამ ამ ტყუილის მთქმელს შესაძლოა ის სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
ჰიტლერს დაკარგული აქვს საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ მან უნდა მოამზადოს მნიშვნელოვანი სიტყვა რათა მასების საბრძოლოდ მობილიზაცია მოახდინოს.