ვიტო კორლეონეს ისტორია,რომელიც სიცილიაზე მისი ბავშვობით იწყება და ნიუ-იორკში მისი ვაჟის, მაიკლ კორლეონეს ამბით გრძელდება, რომელიც თავისი ბიზნესის ლას-ვეგასში, ჰოლივუდსა და კუბაში გაფართოებას ცდილობს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, "ნაძირლების" სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა,რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცენ. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სკალპებს ხდიან და სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან..

მწერალ პოლ შელდონს არ ახსოვს ძლიერი თოვლი, რამაც გამოიწვია ის, რომ მანქანა სადღაც მთაში დაეჯახა. მას ასევე არ ახსოვს, როგორ იპოვა იგი ქალმა და იხსნა სიკვდილისგან. მხოლოდ ის ახსოვს, როგორ გაიღვიძა ენი უილკსის სახლში, მისი რომანების მგზნებარე თაყვანისმცემლის, რომელსაც არ სურს განშორება საყვარელ ავტორთან.

ფილმის ორი მთავარი გმირი ერთმანეთისგან განსხვავდება კანის ფერით, საზოგადოებრივი მდგომარეობათ, სექსუალური ორიენტაციით, მაგრამ ორივე მათგანი სამართლიანობას ემსახურება და მზადაა ებრძოლოს ნებისმიერ უკანონობას.

რუანდაში, ხუტუსების ხალხი, ტუტსისების ხალხის წინააღმდეგ აჯანყდა. პრესტიჟული ოტელის მმართველი - პოლი, გენოციდს გვერდიდან უყურებს. მისი ცოლი ტუტსისებიდანაა. ტომი თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეტებს, მაგრამ მას არ უნდა ჩაებას ამ სისხლიან მკვლელობებში.