როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.

ათი წლის ანას და ექვსი წლის ბენის ცხოვრებაში იზაბელი გაჩნდა, მათი განქორწინებული მამის საცოლე. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვების სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ჯეკი, მათი ნამდვილი დედა, იყენებს თავის ავტორიტეტს და გავლენას, იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას.

ჯეფრი, ახალგაზრდა გეი, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში, გადაწყვეტს, რომ სექსი მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ჯეფრიმ გადაწყვიტა უქორწინებლობა. მაგრამ სწორედ ამ დროს ხვდება თავისი ოცნების კაცს..

ბრიტანელი გამომგონებელი, ჩინელი ქურდი და ფრანგი მხატვარი სანაძლეოს დადებენ, რომ 80 დღეში დედამიწის გარშემო იმოგზაურებენ.