სიუზან მერფი ახალგაზრდა კალიფორნიელი გოგონაა, რომელსაც ქორწილის დღეს კოსმოსიდან ჩამოვარდნილი მეტეორიტი მოხვდა და გიგანტურ მონსტრად გადააქცია.

ჯიმი გენიოსია. ის პატარა ქალაქში მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ყველა ბავშვი ჯიმიც დადის სკოლაში, თამაშობს, ერთობა, თუმცა ის ყველაზე ჭკვიანია. მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი გამოგონებები, რაც ბევრ წამყვან მეცნიერსაც კი არ დაესიზმრებოდა. ჯიმის ბრწყინვალე გონების წყალობით რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა შეუძლია. მან ხშირად იხსნა ქალაქი და მთელი პლანეტაც კატასტროფისგან; ცხადია, ეს ყველაფერი მეგობრების დახმარებით შეძლო. სრულყოფილ ბიჭუნას ერთი ნაკლიც – ძალიან დიდი თავი აქვს. კაცმა რომ თქვას, აბა ამდენი ტვინი სად დაეტეოდა.

ამჯერად ბეწვიანი უცხოპლანეტელები ლოს-ანჟელესში სახლს დაესხმევიან. ისინი გააგდებენ ქუჩაში ყველა მაცხოვრებელს. კოსმოსის მონადირე მათ დასაცავად დადგება და თვითონ გახდება დევნის ობიექტი, რომელსაც დაუპატიჟებელი სტუმრები სახლის ყველა საიდუმლო ადგილასაც კი პოულობენ.

2045 წელი კოსმიურ ხომალდზე ხვდება ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მისი გახსნისას კბილოსნები ამოდიან და ნელ-ნელა ყველაფერს ანადგურებენ.