2019 წლის ამავე სახელწოდების ესპანური სამეცნიერო ფანატასტიკური ჰორორის გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ვითარდება ვერტიკალურ და თვითმართვად ანტიუტოპიურ ციხეში, სადაც პატიმრებს შემთხვევით ანაწილებენ სართულებზე, ხოლო საჭმელი მიეწოდებათ დაღმავალი პლატფორმის მეშვეობით. მაშინ როცა ზედა სართულებზე მყოფ პატიმრებს შეუძლიათ იმდენი ჭამონ, რამდენიც უნდათ, დანარჩენები ნარჩენებით უნდა დაკმაყოფილდნენ.
ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ,ძალიან მალე ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს.