ტერი მარტინისთვის მამის სიკვდილის შემდეგ, თითქოს, დრო გაჩერდა. ნიჭიერი პოეტი და მოსიყვარულე ქმარი მამისგან მიღებული მემკვიდრეობის მართვაზე ზრუნვით დაკავდა. ულამაზეს ცოლს ზენდალის კი ყურადღება მოაკლდა. ერთხელაც ტერის ძველი მეგობარი - ჯონი კოლინზი ესტუმრება. კოლინზს საოცრად მოეწონება ზენდალი. მეგობრის ცოლი მხატვრის საყვარელი ხდება. ტყუილი, ღალატი და ვნება კი - სამი ადამიანის ცხოვრების შემადგენილი ნაწილი.