ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.
ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.
მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.
ჩარლზ სენფორდი იგივე ჩარლი ბაბიტი ლოს-ანჯელესელი ავტოდილერია. თინეიჯერობისას მან მამამისის 1948 წლის ბიუიკი მოიპარა და ორი დღე ციხეში გაატარა, რადგან მამას მანქანა დაკარგული ეგონა... rnჩარლი იგებს, რომ მამამისი გარდაიცვალა, სამი მილიონი დოლარი კი ვიღაც რეიმონდს ერგო, ჩარლის უცნობ ძმას, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ცხოვრობს. ჩარლი გაიტაცებს რეიმონდს მაცდუნებელ მოგზაურობაში დასავლეთ სანაპიროსკენ, მას სამი მილიონი დოლარის ხელში ჩაგდება სურს...
ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.
დიდი ხნის წინად ჩინეთი შვიდ სამეფოდ იყო დაყოფილი. შვიდი მეფე გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდა, რათა ხელში ჩაეგდოთ სრული ძალაუფლება. მათ შორის ყველაზე მრისხანე, ცინის სამეფოს გამგებელი, ოცნებობდა, მთელი ჩინეთის იმპერატორი გამხდარიყო.
ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.