ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.
ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.
მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.
ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.
ინმანსა და ადას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი ომმა დააშორა. მძიმედ დაჭრილი ინმანი უშედეგოდ ცდილობს შინ დაბრუნებას - გზად მრავალი წინააღმდეგობაა.
მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.